სასამართლომ ალექსეი ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

კრემლის კრიტიკოსს, ალექსეი ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს, - ამის შესახებ ნავალნის პრესსპიკერი კირა იარმიში სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„სასამართლომ ნავალნი 30 დღით დააპატიმრა. 15 თებერვლამდე,“- წერს კირა იარმიში.

ცნობისათვის, ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესი ხიმკის პოლიციის განყოფილებაში გაიმართა.

შეგახსენებთ, გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს. რუსეთის პენიტენციური სამსახურის განმარტებით, პოლიტიკოსის დაკავების მიზეზი გამოსაცდელი ვადის პირობების დარღვევა გახდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა