გიგლა მიქაუტაძე - ელისაშვილთან ინდივიდუალურ შეხვედრას „ლელო“ არც კი განიხილავს

ჩვენ არც კი განვიხილავთ ელისაშვილთან ინდივიდუალურ შეხვედრას, ამის აზრს ვერ ვხედავთ, როდესაც არსებობს საერთო ოპოზიციური მაგიდა. არ მგონია, მათი ნაბიჯები იმ მიზნის მიღწევას ემსახურებოდეს, რომელიც დავისახეთ ჩვენ, ოპოზიციურმა პარტიებმა რომელიც არ შევედით პარლამენტში, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგლა მიქაუტაძემ ალეკო ელისაშვილთან ინდივიდუალური შეხვედრის გამართვაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, “ლელო” არცერთ ისეთ ნაბიჯს არ გადადგამს, რომელიც ოპოზიციურ ერთობაში რაიმე ბზარს გააჩენს.

„პოლიტიკოსები, რომლებსაც არ ესმით ოპოზიციური ერთობის მნიშვნელობა და ძალა, ამ სფეროში წარმატებას ვერ მიაღწევენ. დღეს ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ამ ერთობას დააზიანებს, არის არასწორი და ქვეყნისთვის დამღუპველი. ჩვენ ვერ ვხედავთ ინდივიდუალური შეხვედრების აზრს. არსებობს მშვენიერი ფორმატი, როდესაც იკრიბებიან ოპოზიციური პარტიები და ნებისმიერ იდეას განიხილავენ. ამ ეტაპზე სხვა ტიპის შეხვედრების, მითუმეტეს ელისაშვილთან ინდივიდუალური სახის საკითხებზე, აზრს ვერ ვხედავთ. არსებობს კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც ჩვენ წარვუდგინეთ „ქართულ ოცნებას“ და იქიდან პასუხი იყო ნული. შესაბამისად, ჩვენ არცერთ ნაბიჯს არ გადავდგამთ ისეთს, რომელიც რაიმე ბზარს გააჩენს ოპოზიციურ ერთობაში. ჩვენ არც კი განვიხილავთ ელისაშვილთან ინდივიდუალურ შეხვედრას, ამის აზრს ვერ ვხედავთ, როდესაც არსებობს საერთო ოპოზიციური მაგიდა. არ მგონია, მათი ნაბიჯები იმ მიზნის მიღწევას ემსახურებოდეს, რომელიც ჩვენ, ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც არ შევედით პარლამენტში, დავისახეთ“, - აღნიშნა გიგლა მიქაუტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა