მედია - ჯო ბაიდენი ემიგრანტებს აშშ-ის მოქალაქეობის მისაღებად რვაწლიან პერიოდს შესთავაზებს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ემიგრანტებს მოქალაქეობის მიღებისთვის 8-წლიან პერიოდს შესთავაზებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბაიდენი საიმიგრაციო კანონპროექტის გამოქვეყნებას გეგმავს, რომელიც აშშ-ში იურიდიული სტატუსის გარეშე მცხოვრებ 11 მილიონამდე პირს მოქალაქეობის 8 წელში მიღების საშუალებას მისცემს. როგორც გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, კანონპროექტის წარდგენა, რომლის მოცულობაც ასობით გვერდია, ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ იგეგმება.

კანონპროექტის მიხედვით, იმ ადამიანებს, რომლებიც 2021 წლის 1 იანვრის მონაცემებით, აშშ-ში ლეგალური სტატუსის გარეშე ცხოვრობენ, ბიოგრაფიული მონაცემების შემოწმების პროცედურების გავლის, გადასახადების გადახდისა და სხვა მოთხოვნებს დაკმაყოფილების შემთხვევაში დროებითი ლეგალური სტატუსის ან მწვანე ბარათის მოსაპოვებლად ხუთი წელი დასჭირდებათ. ამის შემდეგ მათ, მოქალაქეობის უფლებების მინიჭებამდე, სამწლიანი გზის გავლა მოუწევთ. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებულ ქმედებებს ამერიკულ ფასეულობებზე „უმოწყალო თავდასხმას“ უწოდებდა და აცხადებდა, რომ ამ ზიანს აღმოფხვრიდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა