BBC FUTURE: ვირუსები, რომლებსაც ადამიანების განკურნება შეუძლიათ

ბრიტანულმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა სტატია მსოფლიოში გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ ფაგების შესწავლასა და წარმატებულ ფაგოთერაპიაში.

სტატიაში საუბარია ,,სპეციფიკური თვისებების მქონე ვირუსების“ - ბაქტერიოფაგების უნიკალურ როლზე ადამიანის ინფექციური დაავადებების მკურნალობის საქმეში, ამასთან ერთად ხაზგასმულია ელიავას სახ. ინსტიტუტის მდიდარი გამოცდილებისა და მიღწევების შესახებ, რასაც უცხოელი კოლეგები, მეცნიერები და ექიმები ადასტურებენ. სტატიაში აღწერილია ერთ-ერთი ფრანგი კისტოზური ფიბროზის მქონე პაციენტის შესახებ, რომელიც ქრონიკული ინფექციის გამო ,,ელიავას ინსტიტუტთან“ ასოცირებულ კლინიკაში „ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრში“ პერიოდულად მკურნალობს ფაგებით. ფაგოთერაპიის პირველივე კურსის დროს, ფაგებით მკურნალობამ რამდენიმე დღეში გამოიღო შედეგი და პაციენტის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც ანტიბიოტიკო-რეზისტენტული ბაქტერიებით გამოწვეული ქრონიკული ინფექციებით არიან დაავადებულნი. ამჟამად, სამწუხაროდ, Covid-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო, პაციენტებს უჭირთ საქართველოში ჩამოსვლა, თუმცა იმედი აქვთ, რომ სულ მალე შესაძლებელი გახდება მათი მკურნალობის თბილისში გაგრძელება, წერს BBC Future.

სამწუხაროდ, ფაგოთერაპია უცხოეთში არ არის აღიარებული, როგორც ბაქტერიული ინფექციების მკურნალობის ერთ-ერთი თერაპიული საშუალება. თუმცა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, ბელგიაში მეცნიერები და შესაბამისი სპეციალისტები ბაქტერიოფაგების ოფიციალური აღიარების მიმართულებით აქტიურად მუშაობენ. ბოლო წლების განმავლობაში ფაგები, სამკურნალო მიზნით წარმატებით იქნა გამოყენებული აშშ-ში რამოდენიმე ათეული მძიმე ავადმყოფის გადარჩენის მიზნით. ბელგიაში ფაგოთერაპია უკვე აღიარებულია ინდივიდუალურ პაციენტებში გამოყენებისთვის, როგორც მკურნალობის ე.წ. პერსონალიზებული მიდგომა. შესაბამისად, ფაგოთერაპიის, როგორც ინფექციური დაავადებების სამკურნალო საშუალებების აღიარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ელიავას სახ. ინსტიტუტის მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარებით, ინსტიტუტის უშუალო მონაწილეობითა და მასთან ურთიერთთანამშრომლობით უნდა მოხდეს. ინსტიტუტი განაგრძობს თავის მნიშვნელოვან, ტრადიციულ საქმიანობას ახლაც, არსებული პანდემიის პირობებში, კერძოდ, უცხოელ პაციენტებს ემსახურება დისტანციურად, ონლაინ სამედიცინო კონსულტაციებით, ასევე მუშაობს ფაგური პრეპარატების წარმოების საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგების მიმართულებით – ვკითხულობთ BBC FUTURE-ის სტატიაში.

ელიავას საერთაშორისო ფაგოთერაპიის ცენტრი

მის: გოთუას ქუჩა #3

ტელ: +995 322370215 +995 599370210

ელ-ფოს­ტა: info@pha.ge

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები