ანონსი 20 იანვარი

ანონსი 20 იანვარი

20 იანვარს,11:00 საათზე, თსსუ-ის პროფესორი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „კოვიდ 19"-ს შემდგომი საშიში დაავადება ბავშვებში - „მის სინდრომი" საქართველოში დაფიქსირდა, ათეულობით ინფიცირებული და დაავადება, რომელიც რამდენიმე ორგანოს ითრევს.

მის: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599 72 65 65

20 იანვარს, 11:00 საათზე, მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს, STOPCOV-ფონდის შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოებასთან დაკავშირებით.

მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი N64

საკონტაქტო: 599 43 74 03

20 იანვარს, 12:00 საათზე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

მის: აღმაშენებლის გამზ.80

საკონტაქტო: ანი თამაზაშვილი - 595 03 32 32

20 იანვარს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარის, ზაალ კასრელიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების განცხადება, რომელიც იენს სტოლტენბერგის განცხადების საპასუხოდ გავრცელდა.

ვითარება კავკასიის რეგიონში: სომხეთი რუსეთს აზერბაიჯანის გავლით, სარკინიგზო გზით დაუკავშირდება - ემუქრება, თუ არა საფრთხე საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57.

საკონტაქტო ტელ: 593 53 45 24

20 იანვარს, 12:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოსა და კომიტეტის წევრების პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

20 იანვარს, 13:30 საათზე, მთავარ პროკურატურასთან გაიმართება სასწრაფო დახმარების ცენტრ "მკურნალის" მიერ დაზარალებული ექიმების აქცია.

20 იანვარს, 14:00 საათზე, პარლამეტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში მეჩაიეობის დარგთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

20 იანვარს, 16:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში თემატური მოკვლევის ფარგლებში „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა" შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)