სერგო ჩიხლაძე - თუ ორი ადამიანი გამოგვეთიშება, ელისაშვილის ჩათვლით, ეს ტრაგედია არ იქნება, არც „გირჩის“ სამი წევრი იქნება ოპოზიციის რღვევა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებობს იდეა, რომ გაერთიანებული შეხვედრა შედგეს, თუმცა დრო და ადგილი განსაზღვრული არ არის.

ამასთან, როგორც ჩიხლაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, თუ ოპოზიციურ ერთობას „მოქალაქეების“ ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი გამოეთიშებიან, „ეს ოპოზიციის რღვევა და ტრაგედია არ იქნება“.

„თუ ორი ადამიანი გამოგვეთიშება, ელისაშვილის ჩათვლით, ეს რღვევა და ტრაგედია არ იქნება, არც გირჩის სამი წევრი არ იქნება ოპოზიციის რღვევა. საერთო პოზიცია არ იცვლება. განსხვავებით სხვებისგან, ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ დამატებით 5 კაციც რომ შევიდეს პარლამენტში, რამე შეიცვლება? თვითონ „გირჩიც“ დამეთანხმება, რომ არ განიმუხტება ვითარება“,- განაცხადა ჩიხლაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა