ივერი მელაშვილის ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ რას გულისხმობს ბრალდების მხარე როცა „ზემდგომი პირების“ დავალებებზე საუბრობს

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ რას გულისხმობს ბრალდების მხარე როცა „ზემდგომი პირების“ დავალებებზე საუბრობს.

როგორც ის განმარტავს, ბრალდებაში ზემდგომი პირების ვინაობაზე, იდენტიფიკაციაზე არანაირი მინიშნება არ არის. მარიკაშვილის თქმითვე, ივერი მელაშვილს იგივე პოზიცია აქვს და ბრალს არ აღიარებს.

„დღეს დაზუსტებულ ბრალდებაში ჩაემატა ორი სიტყვა - სხვისი დავალებით. თითქოს, სხვისი დავალებით ხორციელდებოდა ის მოქმედებები, რასაც ბრალდებულებს აქამდე ედავებოდნენ. ვისი დავალებით, რა მტკიცებულებებია და ა.შ. ჩვენთვის ამ ეტაპზე მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განცხადებით და იმ ორი წერილობითი სიტყვითაა ცნობილი, რომელიც ბრალდებაშია ჩაწერილი. ამ ეტაპისთვის სხვა მტკიცებულებები არ გვაქვს, ციხეში რამე დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ივერი მელაშვილი კატეგორიულად არ ეთანხმება ბრალდებას, მისთვის ყოველივე ეს მიუღებელია, ჩვენთვის არც აქამდე იყო საქმეში რამე მტკიცებულება და არც ახლა იქნება, რამე ისეთი, რაც ერთი მხრივ, ბრალდებას დაადასტურებს და მეორე მხრივ, რაიმე ფორმით ამ ადამიანების მხრიდან ვინმესთან კავშირს დაადასტურებს.

28 იანვარს, სასამართლო პროცესზე რა თქმა უნდა, პატიმრობის შეცვლას მოვითხოვთ, ასევე ძალიან ბევრი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას და საქმის შეწყვეტას“, - განაცხადა მარიკაშვილმა.

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგო ჩადენილ ქმედებაში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, დააკავებულებისთვის ბრალის დაზუსტების მიზეზი დანაშაულის მოტივი გახდა.

როგორც მიხეილ სადრაძე განმარტავს, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. პროკურორის თქმითვე, საქმეზე ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი არსებობს, რომელის დემონსტრირებასაც საგამოძიებო უწყება უახლოეს მომავალში აპირებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა