ბადრი ჯაფარიძე - იმედი გვაქვს, ჩვენი მანდატების გაუქმებამდე არსებული დრო „ქართული ოცნების“ მიერ არ იქნება განიავებული და გადმოდგამს ნაბიჯს, რომელიც მიგვაღწევინებს პოლიტიკურ მშვიდობას

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ერთადერთი სწორი ნაბიჯია ის, რომ მიღწეული იყოს პოლიტიკური მშვიდობა. ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ამასთან, როგორც ჯაფარიძემ განმარტა, მას არ მოუსმენია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას მიერ „პალიტრა ნიუსის“ ეთერში გაკეთებული განცხადება, რომელიც მშვიდობიან საპროტესტო აქციებისთვის მზადების დაწყებას ეხებოდა.

„მე არ მომისმენია გიგა ბოკერიას ეს განცხადება. შესაძლოა ის გულისხმობდა იმას, რომ თუკი საბოლოოდ გაუქმდა ჩვენი მანდატები, ცხადია, ჩვენ კონსტიტუციის ფარგლებში უნდა გავაგრძელოთ მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნის შესახებ. მერე, რა თქმა უნდა, რჩება მშვიდობიანი მანიფესტაციების გზით მოთხოვნის გაგრძელება. ვფიქრობ, ალბათ ეს იგულისხმებოდა მის მიერ, იმიტომ, რომ ახლა მაინც იმედი გვაქვს, სანამ არ ამოიწურა ის დრო, როდესაც უკვე უნდა გაუქმდეს ჩვენი მანდატები, მანამდე არსებული დრო არ იქნება განიავებული „ქართული ოცნების“ მიერ და გადმოდგამს ამ ერთ დარჩენილ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს, რომელიც მიგვაღწევინებს პოლიტიკურ მშვიდობას. ახლა, ეს არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რომ ჩვენ მივაღწიოთ პოლიტიკურ მშვიდობას. ვფიქრობ, ამისთვის, მხოლოდ და მხოლოდ, საჭიროა პოლიტიკური გამბედაობა“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა