ლონდონში, კოვიდინფიცირებული პაციენტების ტრანსპორტირებისთვის, ავტობუსები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებად გადააკეთეს

ლონდონში კოვიდინფიცირებული პაციენტების საავადმყოფოებში ტრანსპორტირებისთვის ორი ავტობუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებად გადააკეთეს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ავტობუსებში სკამების უმეტესობა ამოღებულია და თითოეულის საშუალებით ერთდროულად 4 პაციენტის გადაყვანაა შესაძლებელი.

ცნობისათვის, გაერთიანებულ სამეფოში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 3 505 754 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 93 000-ზე მეტი პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყანაში რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა, რომელიც, მეცნიერების განმარტებით, აქამდე ცნობილ სახეობასთან შედარებით უფრო გადამდებია.

სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024