სტრასბურგის სასამართლო - რუსეთმა დაარღვია სიცოცხლის უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის ვალდებულება

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე გამოტანილი განაჩენის თანახმად, რუსეთმა ოკუპაციის ფაზაში, ანუ 2008 წლის 12 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში, „სამხრეთ ოსეთში“ დაარღვია სიცოცხლის უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის ვალდებულება.

სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ განიხილეს სხვადასხვა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, მათ შორის ევროკავშირის საგამოძიებო მისიის, ეუთო-ს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, Amnesty International-ის და Human Rights Watch-ის, „სამხრეთ ოსეთში“ სახლების დაწვისა და მოროდიორობის კამპანიის შესახებ, რომელსაც თან ახლდა სამოქალაქო პირების მიმართ შეურაცხყოფა.

„სამმა ქართველმა მოწმემ, რომლებსაც სასამართლომ მოუსმინა, ასევე ისაუბრეს სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სახლების დაწვისა, მოროდიორობის და ქართველი სამოქალაქო პირების მიმართ განხორციელებული შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ იმ დროს, როცა მათი სოფლები რუსეთის კონტროლქვეშ იმყოფებოდნენ,“- აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ამიტომ, დარღვეულია ადამიანის უფლებების კონვენციის მე -2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), მე -3 (წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) და მე -8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და ამ დარღვევებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება,“- აღნიშნულია სტრატსბურგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა