ანა დოლიძე - სტრასბურგში გამარჯვება არის საერთო სახალხო მოქმედების შედეგი, ნურც ერთი მინისტრი ნუ მიიწერს ამ გამარჯვებას

სტრასბურგმა აღიარა ოკუპაცია. ნურც ერთი მინისტრი ნუ მიიწერს ამ გამარჯვებას. სტრასბურგში გამარჯვება არის საერთო სახალხო მოქმედების შედეგი, - ასე შეაფასა მოძრაობა „ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება.

როგორც დოლიძე აღნიშნავს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ყველამ ერთად უნდა იზეიმოს.

„1. რუსეთი გამტყუნდა მთელ რიგ დანაშაულებში ჩვენი ხალხის მიმართ. 2. სტრასბურგმა აღიარა ოკუპაცია და მთელი პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებზე რუსეთს დააკისრა (არავითარი ბოევიკები, მოხალისეები და ოსეთის ადმინისტრაცია) 3. ნურც ერთი მინისტრი ნუ მიიწერს ამ გამარჯვებას. სტრასბურგში გამარჯვება არის საერთო სახალხო მოქმედების შედეგი. მარტო მე, და ჩემს გარდა კიდევ ბევრ ადამიანს და ორგანიზაციას აქვს მოპოვებული და მიწოდებული მტკიცებულებები ამ საქმესთან დაკავშირებით. ასე რომ ყველამ ერთად ვიზეიმოთ. გილოცავ საქართველო," - წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა