ალეკო ელისაშვილი - რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

მამუკა ხაზარაძესთან ინციდენტი არც დამიგეგმავს, არც დამიწყია. მე უბრალოდ რეაქცია მქონდა. არაფერს ვნანობ. როცა მოსანანიებელი მექნება, მოვინანიებ, როცა ბოდიში მექნება მოსახდელი, მოვიხდი აუცილებლად - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ლელოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, მას ჰქონდა ხაზარაძის შეურაცხყოფაზე მხოლოდ რეაქცია და პასუხი.

"როცა სადმე შეცდომას დავუშვებ და მივხვდები, რომ ეს შეცდომა იყო, ბოდიშს მოვიხდი, არ მაქვს პრობლემა, მაგრამ ხაზარაძესთან მიმართებით, მე არც დამიგეგმავს ეს და არც შეურცხყოფა დამიწყია. მე მქონდა რეაქცია შეურაცხყოფაზე და ეს იყო ჩემი პასუხი. არავის ვაპატიებ არასდროს ჩემს შეურაცხყოფას, ეს ყველამ გაითვალსიწინოს. შესაბამისად, რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს“, - აღნიშნა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, საკუთარი პოზიციის სისწორეში დარწმუნებულია.

„ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენი პოზიცია სწორია. ამის თქმის საფუძველს ჩვენ გვაძლევს ის რომ, აშშ, ევროკავშირი, ნატო, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლაამენტი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენ ვფიქრობთ, რომ "ქართულ ოცნებას" უნდა დავათმობინოთ ის საკითხები, რასაც ბოიკოტისას ვითხოვდით და ამის შემდეგ უნდა შევიდეთ პარლამენტში. ჩვენ ყველანი ერთ აზრზე ვართ და არიან ამრევები, რომლებიც ცდილობენ სხვებს ტვინი აურიონ, არაფერს ვიტყვი, ერთგვარი მორატორიუმი მაქვს ოპოზიციასთან ბრძოლასა და კინკლაობაზე", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში „კრიზისი გრძელდება და საშველი არ ჩანს“.

„ოპოზიციაში ყველა უყურებს ერთმანეთს. ცოდვა გამხელილი სჯობს და მეც ძალიან ვცოდავდი, რომ არავის არაფერს ვაკლებდი და ვიყავით ამ შეურაცხყოფის კორიანტელში ჩართულები და ზოგჯერ მეტისმეტიც მომივიდა. ქვეყანაც გაიჭედა და ამას პირი არ უჩანს. ზოგიერთ პოლიტიკოსს ეს მიაჩნია პოლიტიკად, რაც მეტ შეურაცხყოფას მოგაყენებს ყოველდღე. ჩვენთვის კი, ეს არის ხალხის სამსახური და სადღაც ხომ უნდა გაწყდეს ეს? სადღაც ხომ უნდა გაჩერდეს და სადღაც უფრო მეტი პასუხისმგებლობით ხომ უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს? ერთმანეთს უყურებენ და ვერ ბედავენ გადაწყვეტილების მიღებას. ჩვენ ვბედავთ გადაწყვეტილების მიღებას. ამათთანაც ვცადეთ დალაპარაკება, იმათთანაც ვცადეთ, მაგრამ რა ვქნათ, არ უნდათ, ფეხს ითრევენ. ქვეყანა გავჭედეთ ყველამ ერთად. ჩემთვის პოლიტიკაში ყოფნა არის ხალხის სამსახური და ძლივსღა ვახერხებ, რომ ადამიანებს დავეხმარო. სრულიად მოვწყდი ამ სივრცეს და გადავეშვი კინკლაობის ორომტრიალში“,- განაცხადა ელისაშვილმა.

რაც შეეხება შეფასებას, რომ ელისაშვილი ოპოზიციური სპექტრისგან გარიყულია, მისი თქმით, „ღიმილის მომგვრელია, რომ ვითომ ოპოზიციიდან გარიცხეს“.

„ვიღაცას ჰგონია, რომ საბავშვო ბაღის დირექტორია და იქ ვიღაცას იღებენ ან რიცხავენ, ეს ძალიან სასაცილოა. პარტია ოპოზიციაშია თუ ხელისფულებაში ანუ პოლიტიკურ სივრცეში სად არის, ამას არჩევნებზე ამომრჩეველი წყვეტს. ეს ელემენტარული ჭეშმარიტება ვიღაცებს, როგორც ჩანს, არ ესმით“, - აღნიშნა მან.

იხილეთ გადაცემა "დღის ნიუსრუმის" სრული ვერსია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა