რუსლან აბაშიძე - დღეს საქართველომ მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვება მოიპოვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის პირველ სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ადასტურებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მიესალმება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. დღეს საქართველომ მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვება მოიპოვა! სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ 2008 წელს საქართველო იყო რუსული აგრესიის მსხვერპლი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს უხეშად დაარღვია ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას ისტორიული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ის წარმოადგენს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის პირველ სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ადასტურებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება თავისი მნიშვნელობით წინგადადგმული ნაბიჯია საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით დევნილი საზოგადოების ლეგიტიმური უფლებების დაცვის და კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით.

მადლობას ვუხდი ყველა იმ უწყებას და საჯარო მოხელეს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ აღნიშნული სასამართლო საქმის წარმოებაში და წარმატებით შეძლეს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა’, - განაცხადა აბაშიძემ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა