თინა ბოკუჩავა - მოკვეთის, განკვეთის და ლუსტრაციის მომენტი დგება მაშინ, როდესაც ესა თუ ის პოლიტიკოსი პარლამენტში შედის, მანამდე ყველას უნდა დარჩეს შანსი

მოვისმინე სხვა პოლიტიკური პარტიების ძალიან ხისტი განცხადებებიც, რომ უნდა მოიკვეთონ და ა.შ. ვფიქრობ, რომ მოკვეთის, განკვეთის და ლუსტრაციის მომენტიც ძალიან მარტივად დგება იმ მომენტში, როდესაც ესა თუ ის პოლიტიკოსი პარლამენტში შედის, პარლამენტში, რომელიც არის მონოპარტიული, კომუნისტური და ივანიშვილის მიერ მოპარული არჩევნების შედეგად ფორმირებული, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ბოკუჩავა ფიქრობს, რომ მანამდე ყველას უნდა დარჩეს ის „შანსი, რომ პოზიტიური იმპულსი მომავალში მაინც შეიტანოს საერთო ოპოზიციურ ფორმატში“.

„თუ მათ ეს სურვილი არ აქვს, მაშინ წულუკიანის სიტყვები, რო გავიხსენო, განიხურონ ოპოზიციის მანტია და შევიდნენ პარლამენტში და საზოგადოება ყველაფერს დაარქმევს სახელს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

მან ასევე უპასუხა დასმულ შეკითხვას „გირჩისა“ და ნიკა მელიას შეხვედრის პერსპექტივაზე.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვაცხადებთ, რომ ღია ვართ და ვიქნებით ყველა ტიპის შეხვედრის მიმართ, უბრალოდ, ახლა, მართლაც ძალიან დაიძაბა სიტუაცია. ვფიქრობ, რომ თვითონ არც ალეკო ელისაშვილის პარტიამ და არც „გირჩის“ იმ ნაწილმა, რომელსაც ვახო მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია წარმოადგენენ, შეუწყვეს ხელი იმას, რომ სიტუაცია განმუხტულიყო და ისევ ჩამდგარიყო ნორმალურ კალაპოტში. თუმცა, მე ვფიქრობ და აქამდე ეს პოზიცია ჰქონდა ნიკა მელიას, რომ ჩვენ მაინც ღია უნდა დავრჩეთ იმისათვის, რომ ერთობა უნდა იყოს შენარჩუნებული“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა