თინა ხიდაშელი - თუ უნდა ელისაშვილს პარლამენტში შესვლა - შევიდეს, არ არის აუცილებელი, ყველა გალანძღო - დანარჩენმა ოპოზიციამ კი ახალი პოლიტიკური პლატფორმები უნდა შემოგვთავაზოს

თუ უნდა ალეკო ელისაშვილს პარლამენტში შესვლა - შევიდეს, არ არის აუცილებელი, საკუთარი გადაწყვეტილების გასამართლებლად, ირგვლივ ყველა გალანძღო და შეურაცხყოფა მიაყენო,- ასე შეაფასა პლატფორმა „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელმა თინა ხიდაშელმა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“.

მისი თქმით, დღეს სრულიად ხელოვნური აჟიოტაჟია შექმნილი. ამასთანავე, თინა ხიდაშელის თქმით, აუცილებელია ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური ცენტრის შექმნა და ბუნებრივია, რომ ერთპარტიული პარლამენტის პირობებში არა შიგნით, არამედ ასეთი პოლიტიკური ცენტრი საკანონმდებლო ორგანოს გარეთ გაჩნდება.

„ახლა ის მომენტია, 2021 წლის 25 იანვარს, როდესაც, ვინც შედის უნდა შევიდეს ყოველგვარი ამ ისტერიის გარეშე და დანარჩენმა ოპოზიციამ კიდევ, უნდა შემოგვთავაზოს ახალი პოლიტიკური პლატფორმები, რომლის გარშემოც მოხდება ოპოზიციური აზრის, განწყობის, ხედვების კონცენტრაცია. არ არის უცილებელი, რომ ერთი პოლიტიკური ბლოკი მივიღოთ, პირიქით, სასურველია, რომ არ მივიღოთ, მაგრამ ოპოზიციურმა ჯგუფებმა ახალი დღის წესრიგი უნდა შექმნან, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ქართული პოლიტიკური ცენტრი გაჩნდეს და ის ვერ გაჩნდება ქვეყნის ერთპარტიულ პარლამენტში, ის აუცილებლად გარეთ იქნება. ახლა ვისი ინიციატივაც ყველაზე უფრო სწრაფად გახდება ცნობილი და ამავდროულად, მისაღები, მოსაწონი და ხელმოსაჭიდი ქართული საზოგადოებისთვის, მისი იქნება შემდგომ არჩევნებში გამარჯვებაც, ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს სრულიად ხელოვნური აჟიოტაჟია. თუ უნდა ალეოკო ელისაშვილ ს პარლამენტში შესვლა - შევიდეს, არ არის აუცილებელი, საკუთარი გადაწყვეტილების გასამართლებლად, ირგვლივ ყველა გალანძღო და შეურაცხყოფა მიაყენო,“- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა