კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლება“ 24 იანვარს მასშტაბური აქციის გამართვას აპირებს

კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლება“ 24 იანვარს მასშტაბური აქციის გამართვას აპირებს. როგორც პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, მასშტაბური აქცია გაიმართება, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების, არამედ ზოგადად ქვეყნის გახსნის მოთხოვნით. მისივე განმარტებით, თუ სად გაიმართება აქცია, ამას 23 იანვარს დააანონსებენ.

„ახლა ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არ მგონია იყოს ოპოზიცია შედის არ შედის პარლამენტში, ამ თემას მიაქვს მთელი ყურადღება, მაგრამ ახლა, ეს საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი. ეს პარლამენტი უკვე შედგა, როგორც კარიკატურა და ამას არაფერი ეშველება. ჩემი აზრით, ვინც არ უნდა შევიდეს შინაარსი არ აქვს. თუ მართლა საუბარი გვაქვს იმაზე, რომ ოპოზიცია ხელისუფლების ცვლილებისთვის იბრძვის, ბრძოლა ახლა, ქვეყნის გახსნით იწყება. თუ ჩვენ ვერ შევძელით და ვერ დავრწმუნეთ ადამიანები, რომ ისინი ახლა, სახლში მონებივით არიან ჩაკეტილები, უნდა გამოვიდნენ, გააპროტესტონ და საკუთარი თავისუფლება უნდა მოიპოვონ, მაშინ ჩვენ ამ ხალხთან ერთად ვერ შევძლებთ ამ ხელისუფლების შეცვლას. ამიტომ ოპოზიციის საქმე ახლა არის ქვეყნის გახსნა ყველანაირი თვალსაზრისით, ეს იქნება საჰაერო მომოსვლა, თუ ქვეყნის შიგნით დაწესებული ათასგვარი იდიოტური რეგულაციების მოხსნა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე განმარტებით, ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს ძალა გაბრაზებული ადამიანების, რომლებსაც უნდათ ამ რეგულაციების მოხსნა.

„უკვე ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. ვალებს უნამუსოდ იღებენ და ჩვენი შვილების მომავალს თვითონ ჭამენ, იმიტომ, რომ თვითონ არაფერი მოუკლით, სამსახურებიც აქვთ, მანქანებიც ჰყავთ, ბენზინსაც ასხამენ. საერთოდ არაფერი უგვრძნიათ, რაც ეს რეგულაციები შემოიღეს და ცხოვრობენ ისე როგორც არაფერი და ჭამენ ჩვენს და ჩვენი შვილების ხარჯზე აღებულ ვალებს. უნდა გაიგონ, რომ ადამიანებს ეს ესმით და ამას აპროტესტებენ“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, საერთოდ არ ადარდებს ასეთ ვითარებაში აქციის გამართვაზე ეპიდვითარების გაუარესებაში თუ დაადანაშულებენ.

„ადამიანებმა უნდა გაიაზრონ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ყველაფერს ატყუებდნენ. ტყუილია ისიც, რომ ახლა, ცოტა ხანში გახსნიან, ტყუილია ისიც, რომ ახლა ვაქცინა იქნება სწრაფად და ეშველებათ. კიდევ თვეების განმავლობაში არავის არაფერი ეშველება და დარჩებიან გამომწყვდეულები შიმშილის პირას, როგორც ახლა არიან, თუ არ გამოვლენ და არ გააპროტესტებენ. ერთადერი რაც ამ ხელისუფლებას ესმის, ეს არის ძალაა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა