ბორის ჯონსონი - კორონავირუსის ახალი ვარიანტი შეიძლება სიკვდილიანობის უფრო მაღალ მაჩვენებელთან იყოს დაკავშირებული

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ კოვიდ 19-ის ახალი, ე.წ. ბრიტანული ვარიანტი, შესაძლოა, უფრო ფატალური იყოს.

„მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ უფრო სწრაფად გავრცელების გარდა, არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ ახალი ვარიანტი, რომელიც პირველად ლონდონსა და სამხრეთ აღმოსავლეთით გამოვლინდა, შეიძლება სიკვდილიანობის უფრო მაღალ მაჩვენებელთან იყოს დაკავშირებული,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ის ვაქცინები, რომლების გამოყენებითაც ქვეყანაში მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს (Pfizer-BioNTech-ისა და Oxford University/AstraZeneca-ს) ორივე ვარიანტის მიმართ ეფექტურია.

გაერთიანებული სამეფოს მთავარმა სამეცნიერო მრჩეველმა, პატრიკ ვალენსმა, განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ მტკიცებულება ახალი ვარიანტის სიკვდილიანობის უფრო მაღალ მაჩვენებელთან დაკავშირების შესახებ ჯერჯერობით მყარი არ არის და არსებობს გაურკვევლობა მონაცემებთან დაკავშირებითაც.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ რიცხვების გარშემო ბევრი გაურკვევლობაა და ჩვენ უფრო მეტი მუშაობა გვჭირდება, რომ ზუსტად გავერკვეთ,“- აღნიშნა პატრიკ ვალენსმა.

კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად კენტში, გასული წლის სექტემბერში აღმოაჩინეს. ამჟამად ის მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.

იხილეთ ვიდეო:ბორის ჯონსონი - კორონავირუსის ახალი ვარიანტი შეიძლება სიკვდილიანობის უფრო მაღალ მაჩვენებელთან იყოს დაკავშირებული

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა