ელენე ხოშტარია და ხატია დეკანოიძე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას მოითხოვენ და ხვალ დაანონსებულ აქციას უერთდებიან

ადამიანებს ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს, რომ კიდევ იშიმშილეთ ერთი თვე, არანაირი გონივრული ახსნა ვინმეზე ზრუნვის ამ საკითხში აღარ არსებობს“, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.

ელენე ხოშტარიას თქმით, ის რაც გუშინ მოხდა „მონობის დაანონსებაა“ .

„ ხელისუფლების გუშინდელი აბსოლუტურად თავხედური გადაწყვეტილების შემდეგ, რომ ადამიანებს ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს, რომ კიდევ იშიმშილეთ ერთი თვე, ისიც მერე ვნახავთ როგორ გადავწყვეტთ ჩვენ რამდენი ხანი გაგრძელდება შეზღუდვები. არანაირი გონივრული ახსნა ვინმეზე ზრუნვის ამ საკითხში აღარ არსებობს. ეს არის მონობის დაანონსება“,-აცხადებს ხოშტარია.

კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით დაანონსებულ აქციაზე ისაუბრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემაც, მისი თქმით, ის 24 იანვარს დაანონსებულ აქციას შეუერთდება.

„გუშინ ამირან გამყრელიძემ თქვა ძალიან დიდი ტყუილი „დაგუგლეთ სად არის გახსნილი ზამთრის კურორტებიო“ , საჯაროდ მინდა მივმართო ამირან გამყრელიძეს, ძალიან ბევრგან არის გახსნილი ზამთრის კურორტები, ძალიან გთხოვთ, ეს ყოვლად მიუღებელია. მე, როგორც ერთი ადამიანი, ვუერთდები ამ აქციას. ყველას მინდა მოგიწოდებთ, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ვიცხოვრებთ მომდევნო თვეების მანძილზე გამოდით ხვალ, შეუერთდით იმ ადამიანებს, ვინც თვითდაორგანიზდა“,-აცხადებს დეკანოიძე.

ცნობისთვის, კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლება“ 24 იანვარს აქციის გამართვას აპირებს.

შეგახსენებთ, გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში ტრანსპორტის, სკოლებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა 1-ელი თებერვლიდან აღდგება, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში კი სკოლები და ტრანსპორტი მუშაობას 1-ელი მარტიდან დაიწყებს. ასევე, 1-ელ მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია