გიგი უგულავა საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადებას ეხმაურება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადებას ეხმაურება. უგულავას თქმით, საქართველოში ან პოლიტიკური ნიშნით ზღუდავენ გადაადგილებას, ან უწყებებს შორის კომუნიკაციის არქონით, მის შემთხვევაში კი ორივე მათგანი მოხდა.

უგულავამ ასევე აღნიშნა, რომ მსგავსად პუტინის რუსეთი იქცევა და ყოველწლიურად ხელისუფლება სულ უფრო მეტად ემსგავსება პუტინის რეჟიმს.

„სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური ნიშნით შეიძლება ან გადაადგილება შეგიზღუდონ, ან გადაადგილება შეგიზღუდონ იმიტომ, რომ უწყებებს შორის კომუნიკაცია არ არის, ან ორივე ერთად. ჩემს შემთხვევაში ხდება ორივე, პოლიტიკური ნიშნითაც ხდება შეზღუდვა და შემდეგ ყველაფრის ამის ახსნა ხდება, როგორც განცხადებიდან მოვისმინეთ, ტექნიკური მიზეზებით და უწყებრივი გადაბრალებით. წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც დილის 6 საათზე მიდის აეროპორტში, აქვს ბილეთი, ჩაბარებული აქვს ბარგი, არ უშვებენ და შემდეგ ასეთ ახსნებს ეუბნებიან. ასე შუშის თვალებით, დამცინავად, მათ შორის ფინასური ზიანის მიყენებით და ა.შ, იქცევა პუტინის რუსეთი და ძალიან სამწუხაროა, რომ ყოველწლიურად ჩვენი ხელისუფლება სულ უფრო მეტად და მეტად ემსგავსება პუტინის რეჟიმს“, - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, მას დღეს დილით საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. მისივე თქმით, აეროპორტში განუცხადეს, რომ ის საქართველოს საზღვარს ვერ გადაკვეთდა. უგულავა ამბობს, რომ მას სასამართლოს მიერ არანაირი შეზღუდვა დაწესებული არ აქვს. უგულავამ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა აეხსნათ, აქვს თუ არა, მას რაიმე სახის შეზღუდვა დაწესებული. თავის მხრივ, შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ უგულავას ბაზაში შეზღუდვა არ უფიქსირდება და მას უფლება აქვს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა