პროკურატურამ სოფელ კისისხევში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობისთვის ჯ.ა.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს.

სამართალდამცველებმა ჯ.ა. 2021 წლის 22 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და 108-ე მუხლით დღეს, 23 იანვარს წარედგინა. ჯ.ა.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თელავის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 21 იანვარს, თელავის რაიონის სოფელ კისისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საქონლის ფერმაში, დ.ფ.-სთან და ხ.ე.-სთან ურთიერთშელაპარაკებით განაწყენებულმა ჯ.ა.-მ, შურისძიების მოტივით გადაწყვიტა დ.ფ.-ს და ხ.ე.-ს განზრახ მკვლელობა. ბრალდებულმა დანის გამოყენებით, სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე დაზიანებები მიაყენა ხ.ე.-ს, ხოლო შემდეგ მძიმედ დაჭრა დ.ფ. მიყენებული მძიმე ჭრილობების შედეგად დ.ფ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ხ.ე.-მ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა