თავდაცვის სამინისტრო - ბრალდებები სამხედროების უხარისხო კვებით მომარაგებასა თუ მომწოდებელ კომპანიებთან თითქოსდა დადებულ საეჭვო გარიგებებზე, სრულიად აბსურდულია

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უხარისხო საკვებით მომარაგებასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, მოცემული ტელევიზია დაკავებულია სიცრუის გავრცელებით და თავდაცვის ძალების საზოგადოებაში „დისკრედიტაციის უსუსური მცდელობით“.

უწყების განმარტებით, ყველის მომწოდებელ კომპანია „ალპურთან“ არსებული ხელშეკრულება, გამოვლენილი დარღვევების გამო, 2020 წლის დეკემბერში შეწყდა, რაც კონტროლისა და შემოწმების არსებული ეფექტური სისტემის შედეგად იქნა აღმოჩენილი და მოცემული პროდუქცია მყისიერად ამოღებული იქნა ჯარის კვების რაციონიდან.

,,ტელეკომპანია „ტვ პირველი“ განაგრძობს ცილისმწამებლურ და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომლის რეალური მიზანია, ჩრდილი მიაყენოს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თავდაცვის უწყებაში გატარებულ ღონისძიებებს სამხედროებისათვის საუკეთესო კვებითი პირობების უზრუნველყოფის მიმართულებით.

ბრალდებები სამხედროების უხარისხო კვებით მომარაგებასა თუ მომწოდებელ კომპანიებთან თითქოსდა დადებულ საეჭვო გარიგებებზე, არის სრულიად აბსურდული და უწყების დისკრედიტაციის მიზნით შეგნებულად „შეთითხნილი“. სამწუხაროა, რომ „ტვ პირველი“ სამინისტროს მიერ შესყიდვებისას ხარვეზების სწრაფ და ეფექტურ აღმოჩენას, რომელიც სწორედ გამორიცხავს ჯარის უხარისხო პროდუქციით მომარაგებას და მსგავსი ფაქტების მომავალში განმეორების პრევენციას უზრუნველყოფს, მიიჩნევს სისუსტედ.

საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ ყველის მომწოდებელ კომპანია „ალპურთან“ არსებული ხელშეკრულება, გამოვლენილი დარღვევების გამო, 2020 წლის დეკემბერში შეწყდა, რაც კონტროლისა და შემოწმების არსებული ეფექტური სისტემის შედეგად იქნა აღმოჩენილი და მოცემული პროდუქცია მყისიერად ამოღებული იქნა ჯარის კვების რაციონიდან. საკვების გამრავალფეროვნებასთან, ადგილობრივი, ქართული ხორცით და სხვა ნაწარმით უზრუნველყოფასთან ერთად, ხარისხის კონტროლი მინისტრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რის გასაუმჯობესებლადაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა. ხარისხის კონტროლი ხორციელდება, მათ შორის, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. ასევე, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სამინისტროში საკვები პროდუქციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით სპეციალურად შეიქმნა „სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი“, რომელიც უზრუნველყოფს სურსათის, სამზარეულო ინვენტარის, მარაგების, ინფრასტრუქტურის მაღალ ხარისხს, ადგენს ნატოს სტანდარტებს და ახორციელებს ხარისხის მონიტორინგს. ასევე, გაძლიერდა სხვა მაკონტროლებელი მექანიზმებიც. შესაბამისად, ყველა ხარვეზის აღმოფხვრა ხდება უსწრაფესად და სრულადაა დაცული სამხედროების მაღალი კვებითი სტანდარტები.

რაც შეეხება, კომპანია „ვანი როქსთან“ დადებულ ხელშეკრულებას, კონსოლიდირებული ტენდერის შედეგების დასრულებამდე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ხელშეკრულების გაფორმება გადაწყდა მას შემდეგ, რაც ეს კომპანია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ 2020 წლის 22 დეკემბერს ყველის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამოვლინდა. შესაბამისად ეს კომპანია უკვე იყო ღია და გამჭვირვალე ტენდერში გამარჯვებული და ცხადია, გადაუდებელი წესით სხვა კომპანიასთან დაკავშირება იქნებოდა სწორედ საეჭვო გარემოება.

რაც შეეხება ჟურნალისტის მიერ მრავალი წლის წინ უწყებიდან წასული თანამშრომლის 2019 წლის სექტემბერში დანიშნულ ირაკლი ღარიბაშვილთან ან მის გუნდთან დაკავშირებას, აღნიშნული სცდება ყოველგვარ საღ აზრს და ლოგიკურობას, წარმოადგენს შეგნებულ დეზინფორმაციას და მინისტრის დისკრედიტაციის მიზანმიმართულ და ამორალურ მცდელობას. სამწუხაროა, რომ მოცემული ტელევიზია დაკავებულია მსგავსი სიცრუის გავრცელებით და თავდაცვის ძალების საზოგადოებაში დისკრედიტაციის უსუსური მცდელობით“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა