რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 21 127 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 3 719 400-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 491 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 69 462-მდე გაიზარდა.
რუსეთში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-ისგან 3.1 მილიონი ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით რუსეთი აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში