ჩინეთში მაშველებმა მაღაროში ჩარჩენილი 11 მუშა ამოიყვანეს, 10-ის ადგილსამყოფელი კი ჯერჯერობით უცნობია

აღმოსავლეთ ჩინეთში, შანდუნის პროვინციაში მაშველებმა შახტაში 2 კვირის განმავლობაში ჩარჩენილი 11 მუშა ამოიყვანეს.

BBC-ის ინფორმაციით, 10 იანვრიდან დღემდე ისინი 600 მეტრის სიღრმეზე იმყოფებოდნენ. ამ დროის განმავლობაში მუშებს საკვებსა და საჭირო მედიკამენტებს ვიწრო გვირაბის მეშვეობით აწვდიდნენ.

გამოცემის ინფორმაციით, აფეთქების მომენტში შახტაში სულ 22 მუშა იმყოფებოდა. ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა, 10 მაღაროელის ადგილსამყოფელი კი ჯერჯერობით უცნობია. შახტაში მომხდარი აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა