27-28 იანვარს პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიმართება, რომელზეც ოპოზიციონერების სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგება

27-28 იანვარს პარლამენტის რიგგარეშე სესიას მოიწვევენ, რომლის დღის წესრიგის მთავარი საკითხი პარლამენტში შესულ ოპოზიციონერთა განცხადებების დაკმაყოფილება და მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა იქნება.

საკითხს 26 იანვრის სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, რიგგარეშე სხდომაზე ყველა იმ დეპუტატის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგება, რომელთაც შესაბამისი განცხადებები დაწერეს.

“ვადები იწურება. რაკი რიგგარეშე სესიას ვიწვევთ, ვადები ისეა, რომ საკითხს განსახილველად გავიტანთ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება პარლამენტში შესული 60 ოპოზიციონერიდან 54-მა დაწერა. მათგან სამს: - ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიას და გოჩა თედორაძეს მანდატი უკვე შეუწყდა.

იხილეთ ვიდეო: 27-28 იანვარს პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიმართება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა