აქციაზე, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ, მოქალაქეები სამთო-სათხილამურო აღჭურვილობით მივიდნენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციას სამთო-სათხილამურო ბიზნესის წარმომადგენლები, მოთხილამურეები და სნოუბორდისტები შეუერთდნენ.

როგორც ,,ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, კომპანია ,,ტრაფიკტრაველის” დამფუძნებელმა, ცოტნე ჯაფარიძემ აღნიშნა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ,,გადაწყვეტილების მიმღები ხალხი” სამთო-სათხილამურო კურორტებს არ სტუმრობს.

,,მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის ხალხი რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს გუდაურში ნამყოფი არ არის და ადგილობრივ სპეციფიკას არ იცნობს. გუდაურში საბაგიროებზე შესაძლოა ხალხის განთავსება ისე, რომ ხალხს შორის ახლო დისტანცირება არ მოხდეს. თითო ექვსადგილიან სკამზე დაჯდეს ორი კაცი და ასე იმუშაოს საბაგიროებმა. რაც შეეხება რესტორნებს, ყველა რესტორანს აქვს გარე სივრცე, სადაც შესაძლოა მაგიდები დაიდგას დისტანციის დაცვით და ადამიანები განთავსდნენ ისე, რომ არ წარმოადგენდნენ საფრთხეს სხვა ხალხისთვის”, - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ