ანონსი 25 იანვარი

ანონსი  25 იანვარი

25 იანვარს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 5 სრულწლოვნის სასამართლო პროცესი გაიმართება.

25 იანვარს, 11:00, საათზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

25 იანვარს, 11:30 საათზე, „პაციენტთა უფლებების დაცვის ასოციაციის" თავმჯდომარე და „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის" თავმჯდომარე „მედიაცენტრ მთავარში" საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: უკმაყოფილო პაციენტთა მთელი არმია და ციხეში გაშვებული ექიმები - საჩივრები ექმების წინააღმდეგ და ტენდერი, საჩივრების განმხილველ 50 ლარიან ექიმებზე.

მისამართი: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

25 იანვარს, 12:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით, გაიმართება სამუშაო შეხვედრა აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „აგროტურიზმის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

25 იანვარს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში საფეხბურთო კლუბ „კოლხი გულრიფშის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ლელა ბერიძე და და საფეხბურთო კლუბ „სოხუმის დინამოს" გენერალური დირეტორი დავით თაქთაქიშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი საფეხბურთო კლუბების ფინანსური პრობლემები

მის: კოსტავას ქუჩა 47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

25 იანვარს, 15:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის“ პარლამენტის წინ მართავს აქცია პერფორმანსს, სახელწოდებით “პანდემიასთან ბრძოლა ადეკვატური ნაბიჯებით“

საკონტაქტო: თეონა ნაბახტეველი 598 510 106

25 იანვარს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

25 იანვარს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებული ლევან ზურაბაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

25 იანვარს, 16:00 საათზე, მწვანეები მთავრობის კანცელარიასთან აქციას გამართავენ.

თემა: აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, გაუქმდეს კომენდანტის საათი.

25 იანვარს, 18:30 სთ-ზე N15 (ქსნის) პენიტენციური დაწესებულებიდან ამნისტიის კანონის საფუძველზე თავისუფლდება 11 მსჯავრდებული.

საკონტაქტო: ნათია გედენიძე - 599506500