ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესზე ე.წ. ოქროს მოწმე, დაზარალებული გურამ ამირხანაშვილი იკითხება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესზე ე.წ. ოქროს მოწმე, დაზარალებული გურამ ამირხანაშვილი იკითხება. როგორც პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს ამირხანაშვილის ადვოკატმა ეკა ხუციშვილმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დღეს ახალ გარემოებებზე არ ისაუბრებს, რადგან მას ყველა ინფორმაცია გამოძიების ეტაპზე და სასამართლოში გაჟღერებული აქვს.

ხუციშვილმა ასევე განმარტა, თუ რატომ იცავს გურამ ამირხანაშვილს სახელმწიფო დაცვა.

"გურამ ამირხანაშვილმა თავის დროზე, გამოძიებასა და სასამართლოს ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც მისთვის ამ საქმესთან დაკავშირებით იყო ცნობილი. ის დღესაც იგივე ინფორმაციას დაადასტურებს სასამართლოში და მას ახალ გარემოებებზე საუბარი არ მოუწევს. ჩვენების შინაარსზე პროცესის შემდეგ მოგახსენებთ. ამირხანაშვილის მისამართით თვეების განმავლობაში სიცრუის ტირაჟირება ხდებოდა და მედიასაშუალებებით კეთდებოდა მუქარის შემცველი განცხადებები. მათ შორის, იყო სიცოცხლის მოსპობის მუქარაც, რამაც ამირხანაშვილს საფუძვლიანი შიში შეუქმნა მუქარის განხორციელების და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ის სარგებლობს დაცვის სპეციალური პროგრამით“, - განაცხადა ხუციშვილმა.

ცნობისთვის, გურამ ამირხანაშვილს გამოძიების ეტაპზე 5 ჩვენება აქვს მიცემული. ადვოკატების განცხადებით, გურამ ამირხანაშვილს ბოლო, მე-5 ჩვენება რადიკალურად აქვს შეცვლილი. ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესზე დაზარალებული ვახტანგ ახვლედიანი მოწმის სტატუსით დაკითხეს. საქმეზე ბრალდებულები არიან: არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ზ.ხ. და ა.ქ.

იხილეთ ვიდეო:შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესზე ე.წ. ოქროს მოწმე, გური ამირხანაშვილი იკითხება

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს