გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციას ბოლომდე მივცემთ შესაძლებლობას, სამართლებრივ მექანიზმს, რომ აღარ დარჩეს სპეკულაციის ადგილი და გამოიყენონ ის ფუნქცია, რაც მათ პარლამენტმა კონსტიტუციურად დააკისრა

ოპოზიციას ბოლომდე მივცემთ საშუალებას, სამართლებრივ მექანიზმს, შესაძლებლობას, რომ აღარ დარჩეს სპეკულაციის ადგილი, რათა გამოიყენონ ის ფუნქცია, რაც მათ საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციურად დააკისრა,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, პარლამენტი თითოეული ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს ცალ-ცალკე განიხილავს.

„აქ ორი კომპონენტია - პოლიტიკური მდგენელი და სამართლებრივი, პროცედურული ხასიათის. ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები არ დაზიანდეს. ჩვენ საპარლამენტო ოპოზიციას მაქსიმალურად ვაძლევთ საშუალებას, რომ დაიწყონ საპარლამენტო საქმიანობა. ასევე ცნობილია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ელჩები სრულ თანხვედრაში არიან “ქართული ოცნების” პოზიციასთან, რაც საპარლამენტო ოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას ეხება. აქედან გამომდინარე, ჩვენ სამართლებრივ მექანიზმებს ბოლომდე მივცემთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ მათ თავიანთი როლი შეასრულონ. მეორე მხრივ, მკაცრად დავიცავთ რეგლამენტის მოთხოვნებს, რაც არის გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა განცხადებები სხვადასხვა დროს დაწერეს. ვადები არის სხვადასხვა. რეგლამენტის მიხედვით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ამას სკულპულოზურად სწავლობს და მკაცრად დავიცავთ რეგლამენტის მოთხოვნებს“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა