პაატა მანჯგალაძე - ვგმობთ ქუჩის სამართალს, რომ ადამიანებმა ადამიანებს ნაგავი დააყარონ, ამასთან ერთად, ასევე დასაგმობია შერჩევითი მართლმსაჯულება, რომელსაც ირაკლი ფანგანის ნაწილში ვხედავთ

„სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე კატეგორიულად მიუღებელს უწოდებს ბათუმში მომხდარ ინციდენტს, რომ ადამიანებმა ქუჩის სამართალი თავად აღასრულონ.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ აღნიშნა, „ასევე დასაგმობია ორმაგი სტანდარტი და შერჩევითი მართლმსაჯულება, რომელსაც ირაკლი ფანგანთან მიმართებით არის“.

„ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ ვგმობდით ქუჩის სამართალს, რომ ადამიანებმა თავისით აღასრულონ და კონკრეტულ ადამიანებს ნაგავი დააყარონ. ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ ამასთან ერთად, ასევე დასაგმობია ის ორმაგი სტანდარტი და შერჩევითი მართლმსაჯულება, რომელსაც ირაკლი ფანგანის ნაწილში ვხედავთ. ერთი მხრივ, ჩვენ არ მოგვწონს ასეთი ქუჩის სასამართლოების მოწყობა და მეორე მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ფანგანი შერჩევითი სამართლის მსხვერპლი არ იყოს (შეგნებულად გააკეთა ეს თუ წაქეზებით, ამას მნიშვნელობა არ აქვს).

რაც შეეხება ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებას, პირდაპირ შეიძლია ვთქვა, არ არსებობს ქვეყანაში არანაირი მორალური ავტორიტეტი, რომ ვინმე ვინმემ დამოძღვროს და ჭკუა ასწავლოს. პირდაპირ გეუბნებით, ჩემთვის ცოცხალი ქართველი პოლიტიკოსი, მორალური ავტორიტეტი ნამდვილად არ არსებობს ბუნებაში. თუ კონკრეტულ მიუღებელ ქმედებებზე საუბრობენ, სწორედ ამ პოლიტიკურ სპექტრში არიან ადამიანები, რომელთა ქმედებებიც ყოველთვის მიუღებელი იყო ჩემთვის“,-განაცხადა მანჯგალაძემ.

მან მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლების მხრიდან მანდატების მოხსნის საკითხი გაგრძელდება, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი აზრს დაკარგავს.

„ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება აზრს დაკარგავს, რადგან მათ არ გამოავლინეს შესაბამისი სახელმწიფოებრივი აზროვნება. მსოფლიო ისტორიას თუ გადავხედავთ, ასეთი პრაქტიკა არსებობს, რომ ადამიანების ყველა უფლება, რომელიც დღეს არსებობს და ჩვენ ასე ხარბად ვსარგებლობთ, ქუჩაში ბრძოლით არის მოპოვებული და ჩვენ ეს საშუალება დაგვრება მხოლოდ“,-განაცხადა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერანტივას" წევრმა ირაკლი ფანგანმა თავზე ნაგავი დააყარა. შსს-მ ფანგანი გუშინ დააკავა. უწყების ინფორმაციით, ის დევნის ბრალდებით დააკავეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა