გია ვოლსკი ოპოზიციის მანდატების საკითხზე - შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

წინასწარ ვერავინ იტყვის, პარლამენტის ოპოზიციონერი წევრების მანდატებთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი - წინასწარ ვერ ვიტყვი, შესაძლოა ჩავარდეს თუ არა საკითხი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

როგორც ამ კონტექსტში ვოლსკიმ განმარტა, იყო „ლელოს" წარმომადგენლებისა და გიორგი ვაშაძის განცხადებები, „რომლებიც საკუთარ პოზიციას არაორაზროვნად გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ მანდატების შეწყვეტა დესტრუქციულ პროცესებს მეტ ენერგიას მისცემს".

„წინასწარ ვერავინ იტყვის, მანდატებთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი. ეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქმე საპროცედურო საკითხს ეხება - არის საკითხი, რომელიც ეხება სიტუაციას საქართველოში, პარლამენტის მომავალს და მისი საქმიანობის ეფექტურობას. დიდი კითხვის ნიშანი წარმოიქმნა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებისგან რამდენიმე განცხადება მოვისმინეთ, რომ საკითხი სასწრაფოდ გადასაწყვეტია. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ყველა ელოდება, რომ თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ. საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მსჯელობას დაიწყებს. რა თქმა უნდა, რეგლამენტს არ დავარღვევთ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა