გია ვოლსკი - უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, ამას დიდი კვლევა არ სჭირდება, საზოგადოებას, რომელ პოლიტიკურ პოლუსზეც არ უნდა იყოს, სჭირდება პარლამენტი და სტაბილურობა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, ამას კვლევა არ სჭირდება, რადგან „საზოგადოებას, რომელ პოლიტიკურ პოლუსზეც არ უნდა იყოს, პარლამენტი და სტაბილურობა სჭირდება”.

ამასთან, როგორც ვოლსკიმ NDI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო მოწინავე ადგილზეა ყველა კვლევასა და რეიტინგში, რომელიც დემოკრატიას აფასებს.

„კვლევების მიმართ არ მაქვს ისეთი დამოკიდებულება, რომელსაც მოელის ხოლმე საზოგადოება, რომ მხოლოდ ამ კვლევებზე ვაკეთებდეთ აქცენტს.

უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, ამას დიდი კვლევა არ სჭირდება, საზოგადოებას, რომელ პოლიტიკურ პოლუსზეც არ უნდა იყოს, სჭირდება პარლამენტი და სტაბილურობა. რასაკვირველია, როდესაც დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რა ნიშნით შეიძლება ეს საკითხები იქნას შეფასებული და როდესაც კონკრეტულ ადამიანებს შეკითხვას უსვამ, უნდა დააზუსტებინო, რა ნიშანი არ არის, რაც დემოკრატიულად წარმოადგენს საქართველოს, რომელსაც მოწინავე პოზიცია უკავია ყველა კვლევაში და რეიტინგში, რომელიც ამა თუ იმ ქვეყნის დემოკრატიას აფასებს”,- განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება სოციალურ თემებსა და პანდემიას, როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ამ თემით ოპოზიციის მხრიდან სპეკულაცია პოლიტიკურ ველზე დაძაბულობას წარმოშობს.

„რაც შეეხება ეკონომიკას, სოციალურ თემას, უმუშევრობას, გიდასტურებთ, რომ ძალიან მძიმეა. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, მსოფლიოს პრობლემაა, მაგრამ იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ყველაფერი კვლავ აღმავლობით წავა. პანდემიას რაც შეეხება, ცუდია, რომ ამ თემით სპეკულირება არის მთავარი რესურსი, რაც პოლიტიკურ ძალებს გააჩნიათ და შესაბამისად, ეს პოლიტიკურ ველზეც წარმოშობს გარკვეულ დაძაბულობას. ისეთ დაძაბულობას, რომელიც ქვეყანას ცუდისკენ მიაქანებს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, გავალთ ფონს და გადავრჩებით”,- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად კვლავ ეკონომიკური პრობლემები (72 პროცენტი) და, ამჯერად უკვე, კორონავირუსიც (16 პროცენტი) აწუხებს. ამასთან, კვლევის მიხედვით, უმრავლესობის აზრით, იმისთვის, რომ ახალმა პარლამენტმა მოქალაქეთა ინტერესები გაატაროს, პარტიების თანამშრომლობა (82 პროცენტი) და პარლამენტის საქმიანობაში ყველა არჩეული პარტიის ჩართულობაა (76 პროცენტი) საჭირო.

იხილეთ ვიდეო:გია ვოლსკი NDI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას აცხადებს, რომ საქართველო მოწინავე ადგილზეა ყველა კვლევასა და რეიტინგში, რომელიც დემოკრატიას აფასებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა