დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარედგინა

აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატ, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე დაკავებულ ირაკლი ფანგანს წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

როგორც ბრალდებულის ადვოკატი მალხაზ ზოიძე აცხადებს, გამოძიება თავდაპირველად ორი მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა ირაკლი ფანგანს ბრალი მხოლოდ ერთი მუხლით წარუდგინეს. ადვოკატის თქმით, ირაკლი ფანგანს გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 156-ე მუხლის მეორე ნაწილით ედავება, რაც ჯარიმას, შინა პატიმრობას ან თავისუფლება აღვეთას სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ადვოკატის თქმით, თავად ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

მალხაზ ზოიძის ინფორმაციით, მტკიცებულებები დაცვის მხარეს უკვე გადაეცა, თუმცა ისინი ჯერ არ გაცნობიან.

ცნობისთვის, შსს-მ ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ირაკლი ჩავლეიშვილის მიმართ განხორციელებული დევნისა და ნაგვის თავზე დაყრის ფაქტზე ერთი პირი, ირაკლი ფანგანი დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მონაწილეობდა ბათუმში, ერას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების მხრიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის - ირაკლი ჩავლეიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაში. ი.ფ.-მ დეპუტატის მიმართ განახორციელა დევნა და ურნიდან ნაგავი თავზე გადააყარა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა