ტიტუს კორლატეანი - საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ, სერიოზულად გამოიძიოს ბრალდებები გადაცდომების შესახებ, ოპოზიციას ვთხოვ, რომ ამ პარლამენტის ნაწილი გახდეს

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ ეს არჩევნები შეაფასა, როგორც ძირითადად თავისუფალი, კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული, - ამის შესახებ რუმინელმა დეპუტატმა ტიტუს კორლატეანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დებატები გაიმართა.

ტიტუს კორლატეანმა საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების პერიოდში მომხდარი გადაცდომების გამოძიებისკენ, ოპოზიციას კი პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა.

„ამასთან, კიდევ ერთხელ მინდა, გავუსვა ხაზი, რომ ისევ მნიშვნელოვანია ხარვეზების გამოსწორება, ეს მოიცავს ბრალდებებს გადაცდომების შესახებ. აღარ გავიმეორებ იმას, რაზედაც თინი კოქსმა ისაუბრა, მაგრამ აღვნიშნავ პოლარიზაციის საკითხს. ეს შემაშფოთებელი სიტუაციაა. ჩვენ უნდა წავახალისოთ როგორც მმართველი ძალა, ასევე ოპოზიცია, რათა გააგრძელონ მუშაობა ამ პოლარიზაციის შესამცირებლად. მსურს, მთავრობას მოვუწოდო, სერიოზულად გამოიძიოს ბრალდებები გადაცდომების შესახებ და გამოასწოროს ხარვეზები. ოპოზიციას კიდევ ერთხელ გავუმეორებ ჩვენს თხოვნას, რომ ამ პარლამენტის ნაწილი გახდეს. ეს არის სწორი ადგილი იმისთვის, რომ სიტუაციის გასაუმჯობესებლად დემოკრატიული დებატები გაიმართოს“, - განაცხადა ტიტუს კორლატეანმა, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებელია.

დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების საკითხზე დებატები გაიმართა. მთავარი მომხსენებელი ტინი კოქსი იყო, რომელიც არჩევნების დროს საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა