ახალგაზრდობის სააგენტო, DG NEAR-ის ორგანიზებით გამართული, ახალგაზრდული სფეროს მასშტაბური ღონისძიების მონაწილე გახდა

დღეს, ახალგაზრდობის სააგენტო, DG NEAR-ის ორგანიზებით გამართული, ახალგაზრდული სფეროს უმნიშვნელოვანესი მასშტაბური ღონისძიების მონაწილე გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას “ახალგაზრდობის სააგენტო” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკომისიის, DG NEAR, DG EMPL, სახელმწიფო უწყებებისა და სფეროს ექსპერტების 70-მდე მონაწილე.

“რიგით მერვე ECO-NET–ზე ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ისაუბრა სააგენტოს ხედვაზე და საქართველოში ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნასა და ახალგაზრდული სფეროს სამწლიანი რეფორმის თანხვედრაზე ევროპული ახალგაზრდული საქმიანობის დღის წესრიგთან.

ღონისძიების მიზანი ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებული მოლაპარაკების წარმომადგენელი კოლეგების ერთ სივრცეში მოწვევა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლაა, სესიების განხილვის მთავარი თემა კი NEET (ახალგაზრდა, რომელიც უმუშევარია, არც სწავლობს და არც რაიმე ტიპის ტრენინგშია ჩართული) ახალგაზრდების დასაქმებასთან დაკავშირებული გამოწვევები, ახალგაზრდული გარანტიის ფორმატი (Youth Guarantee Scheme) და ახალგაზრდული პაკეტი ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებში”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა