ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში გამართულ საპროტესტო აქციებს „კრიმინალური ძალადობა“ უწოდა

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ქვეყანაში "კომენდანტის საათის" გაუქმების გამო გამართულ საპროტესტო აქციებს „კრიმინალური ძალადობა“ უწოდა.

მისი თქმით, საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებასა და მაღაზიების დარბევაში გადაიზარდა, რაც კანონის სერიოზული დარღვევაა.

„ამას თავისუფლებისთვის ბრძოლასთან არაფერი აქვს საერთო – ეს კრიმინალური ძალადობაა და ჩვენი რეაქცია შესაბამისი იქნება“,- განაცხადა მან.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ "კომენდანტის საათის" გაუქმებას არ აპირებს. 24 იანვარს ნიდერლანდების რამდენიმე ქალაქში, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციები გაიმართა, სადაც სამართალდამცავებმა 250-მდე ადამიანი დააკავეს. საპროტესტო აქციის დასაშლელად პოლიციამ ამსტერდამში წყლის ჭავლი გამოიყენა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა