იაგო ხვიჩია - გაბრაზება „მოსულა“, რომ არ გაბრაზებულიყო, ნიკა მელიაზე წარმოდგენას დავკარგავდი, ამიტომ ვაფასებ, მაგრამ ჩემთან არ არის მართალი!

გაბრაზება „მოსულა“, რომ არ გაბრაზებულიყო, ნიკა მელიაზე წარმოდგენას დავკარგავდი. ამიტომ ვაფასებ, მაგრამ ჩემთან არ არის მართალი! ამის შესახებ მე შემიძლია ნებისმიერ ადგილზე ვილაპარაკო, მათ შორის მე პატივს ვცემ მამამისს. შემიძლია, სახლში მივიდე და ბატონ ანზორთან ერთად მოვყვე, რატომ ვარ მართალი, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რის გამო იკამათა ნიკა მელიასთან და აღნიშნა, რომ მელიამ მისგან „მწვავე კრიტიკა“ ვერ აიტანა.

ამასთან, ხვიჩიამ განმარტა, თუ რატომ ითხოვს იარაღის ტარების უფლებას და განაცხადა, რომ „ერი უნდა ვითხოვდეთ იარაღის ლეგალიზაციას“.

„არ მითქვამს, რომ ნიკა მელია დამემუქრა, უფრო თავდაურწმუნებელი სიტყვა გამოვიყენე - „მე მომეჩვენა“ ეს გამოვიყენე და არასწორად გაავრცელეს, მათ შორის, ცნობილმა მედიასაშუალებებმა, რომლებსაც ეს არ ეკადრებათ. მთელი დღეა ვისმენ, ვინ რა მითხრა, მაგრამ რეალურად, ის ყურადღება, რაც ამ ამბით მივიპყრე, მინდა გამოვიყენო იმაში რას ვაკეთებდი 31 ოქტომბრიდან, რა ურთიერთობები მქონდა სხვადასხვა პარტიასთან, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობასთან“. თქვენ იცით, რამხელა თავდასხმის ობიექტი ვარ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა პარტიები თავს მესხმიან. ვაშაძეს თავს დავესხი მას შემდეგ, რაც კოლეგამ, რომელთანაც რაღაც ტიპის ურთიერთობები მაქვს, საუბარზე მითხრა უარი, რომ რაღაცას საუბარი არ სჭირდება. მე უცებ წარმოვიდგინე, რომ ეს ოპოზიცია მოვიდეს პარლამენტში და კოლეგა, რომელზეც ხალხს ეუბნებოდი, რომ მე ამათთან ვთანამშრომლობ, ხელი მოვაწერე დოკუმენტაციას, ვთანამშრომლობ, ასე საჯაროდ ამას მეუბნება. არ მინდა ჩვენს შორის ახლა განსხვავებებზე ვილაპარაკო.

მე ახლა მინდა ვილაპარაკო, რა ხდებოდა და რა ხდება ოპოზიციაში, მართლა რატომ ვარ გაბრაზებული "ნაციონალურ მოძრაობაზე“ და რატომ მგონია, რომ ისინი ახლა შეცდომას უშვებენ და ვალდებულიც ვარ, რომ ჩემს პარტნიორებს ვუთხრა, ასე არ შეიძლება. თუნდაც მიზანმიმართულად დგამდეს ამ ნაბიჯებს, მაინც შეცდომაა. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი ამოცანა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო ის, ვის რა უნდოდა. პასტით და ფურცლით დავდიოდით და ასეთი დაძაბული სიტუაციის მიუხედავად ვცდილობდით გვეპოვა დასმულ წითელ ხაზებს შორის სივრცეები და გამოსავლები. ამ მიზნით ყველას ველაპარაკებოდით.

ჩვენი მიზანი იყო, არის და ბოლო დღემდე არ დავკარგავ ამ მიზანს, რომ გადაგვერჩინა ქართული პარლამენტარიზმი, რომელიც ახლა კრიზისშია. „ქართულ ოცნებას“ განხილვა აქვს ორ დღეში, ნათქვამი გვაქვს სიტყვა, რომ თუ ჩახსნა ოპოზიციის დეპუტატები და ჩამოსცდა 113 დეპუტატს, ჩვენც არ შევალთ პარლამენტში და არ ვაღიარებთ მას, როგორც პარლამენტს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ და დასძინა: „მე არავისთან მივსულვარ მოლაპარაკებაზე ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის გარეშე, ეს არავისთვის მიკადრებია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ინტერესი სხვა საკითხი იყო“.

მისივე თქმით, ნიკა მელიასთან იმის გასარკვევად დარეკა, თანხმდება თუ არა ოპოზიცია, რომ 2022 წელს არჩევნების ჩატარება უნდა.

„2022 წელს გვინდა თუ არა არჩევნების ჩატარება, ამ საკითხზე მინდოდა საერთო ოპოზიციური ერთობის პასუხი, რომ მერე მივწოლოდით ერთად „ქართულ ოცნებას“. ამაზე პასუხს ვეძებდი „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. ამ საკითხზე პირადადაც ველაპარაკე ნიკა მელიას და ვწუხვარ, რომ ჩვენ ცალ-ცალკე გვიწევს თამაში იმიტომ, რომ ნიკა მელია ადამიანურად ჩემთვის იყო და არის ყველაზე ავატორიტეტული „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ზოგადად ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. დღევანდელი მისი ქმედება, რომ ის ასე შეწუხდა ჩემს მიერ გამოთქმული, ჩემი აზრით, სწორი, მაგრამ მტკივნეული კრიტიკით, ეს მასზე დადებითად მოქმედებს და აჩენს შანსს, რომ ეს იყო კრიტიკა და არა შეურაცხყოფა - რომ მე ამ კითხვაზე „ნაციონალურ მოძრაობაში ვერ ვიპოვე პასუხი და უკრაინაში ურთიერთობა არ მქონია. დაახლოებით, ასეთი შინაარსის კრიტიკა იყო. ნიკას ვაფასებ იმის გამო, რომ სწორად გაბრაზდა. ამ საუბარს მე არ ვესწრებოდი მარტო, „სპიკერზე“ იყო და ვახო მეგრელიშვილი და სანდრო რაქვიაშვილიც ესწრებოდნენ, არ შეესაბამება არც ჩვენს სტატუსს, არც ჩვენს ურთიერთობას. გაბრაზება მოსულა, რომ არ გაბრაზებულიყო, ნიკაზე წარმოდგენას დავკარგავდი. ამიტომ ვაფასებ, მაგრამ ჩემთან არ არის მართალი. ამის შესახებ მე შემიძლია ნებისმიერ ადგილზე ვილაპარაკო, მათ შორის მე პატივს ვცემ მამამისს. შემიძლია სახლში მივიდე და ბატონ ანზორთან ერთად მოვყვე რატომ ვარ მართალი. ამით მოვრჩები და თუ შეიძლება მედიას ვთხოვ ამაზე მეტი კითხვა აღარ დამისვან“, - განაცხადა ხვიჩიამ და დასძინა, რომ „ეს გასაბრაზებელი იყო, მაგრამ არ მგონია, მე ვიყო ამის ადრესატი“.

რაც შეეხება იარაღის ტარების უფლებას, როგორც იაგო ხვიჩია აცხადებს, მას აქვს ამის უფლება და „საქმის გარჩევას ქუჩაში არავის დაუწყებს“.

„არავის რომ არ მოუვიდეს თავში ზედმეტი რაღაცები, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ იარაღის ტარების უფლება. ამ ქვეყანაში ისეთი დრო მოდის, ერი უნდა ვითხოვდეთ იარაღის ლეგალიზაციას. თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა, თუ ვიღაც რევოლუციურ რაღაცას განიხილავს, როცა არის პოლიტიკური კრიზისი და ერთვის ეკონომიკურიც, კაცმა არ იცის რა მოხდება. ზოგადად, საზოგადოება უნდა იყოს შეიარაღებული. როდესაც ქვეყანაა ოკუპირებული, როდესაც მტერი გვყავს, იარაღის ტარების უფლება ისედაც უნდა გვქონდეს, რომ ადამიანებმა იციან რა საფრთხის წინაშე არიან. გულწრფელი რომ ვიყო, მე ეს საკითხი ამ თემის ასაწევადაც გამოვიყენე პოლიტიკურად“, - განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, ნაციონალურ მოძრაობასთან“ ინდივიდუალური მოლაპარაკების საკითხი არ დახურულა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა