ინდოელმა სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის მონაწილე ფერმერების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

ინდოეთის დედაქალაქ დელიში ათასობით ფერმერის მიერ გამართული საპროტესო აქცია ძალადობაში გადაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც ბარიკადების გარღვევას შეეცადნენ, ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა.

შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ფერმერები, რომლებიც „ტრაქტორების აქციას“ აწყობდნენ, შეეცადნენ, დედაქალაქში, „ინდოეთის რესპუბლიკის დღესთან“ დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებებს შეერთებოდნენ. ისინი ქალაქში შესვლას გარეუბნიდან გეგმავდნენ, სადაც ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იყვნენ დაბანაკებული.

სამართალდამცავებმა დედაქალაქისკენ მიმავალი რამდენიმე გზა ლითონისა და ბეტონის ბარიკადებითა და სატვირთო ავტომობილებით ჩაკეტეს ისე, რომ ფერმერებს მხოლოდ ხელისუფლების მიერ ნებადართული მარშრუტების გავლა შეძლებოდათ. ფერმერებმა ბარიკადების გარღვევა გადაწყვიტეს, რის შემდეგაც პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა.

ცნობისათვის, ინდოეთში ფერმერები მთავრობის მიერ განხორციელებულ სოფლის მეურნეობის რეფორმებს აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ რეფორმების ფარგლებში მიღებულ კანონებს მსხვილი, კერძო მყიდველებისთვის სარგებელი მათ ხარჯზე მოაქვს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო