ლესია ვასილენკო - რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებები დნესტრისპირეთში და საქართველოში, თუმცა არაფერი გაკეთებულა

უნდა შევხედოთ სტატისტიკას, რომ დავადგინოთ ყველაზე მეტად რომელი ქვეყნები არღვევენ ადამიანის უფლებებს, წლიდან წლამდე რუსეთის ფედერაცია ამ სიის თავშია, მის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრებისა და გამოტანილი გადაწყვეტილებების ყველაზე დიდი მაჩვენებლის მიხედვით, – ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა, ლესია ვასილენკომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხზე იმსჯელეს.

„ნიშნავს თუ არა ეს, რომ ეს გადაწყვეტილებები სრულდება? არა, პირიქით. გასულ წელს რუსეთის ხელისუფლებამ საკონსტიტუციო ცვლილებები განახორციელა და გააუქმა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულების ვალდებულება. ეს არის საშიში პრეცედენტი და კიდევ უფრო საშიში გზავნილი, რომელსაც ეს წევრი სახელმწიფო უგზავნის დანარჩენ ევროპას. გზავნილი, რომ ადამიანის უფლებების დარღვევები, შეთანხმებების უგულებელყოფა და პრინციპების უპატივცემულობა შესაძლებელია“, – განაცხადა უკრაინელმა კანონმდებელმა.

დეპუტატის თქმით, ამის ბევრი მაგალითი არსებობს, მათ შორის ალექსეი ნავალნის საქმე.

„ნავალნის საქმე რუსეთის წინააღმდეგ, რომელთან დაკავშირებითაც დადგენილება უგულებელყოფილია, რასაც შედეგად მოჰყვა არაერთი ადამიანის დაკავება და დაპატიმრება. შეშფოთება მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი უგულებელყოფს სასამართლოს გადაწყვეტილებებს საკუთარ მოქალაქეებთან, ასევე სახელმწიფოთაშორისო დავებთან დაკავშირებით.

რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებები დნესტრისპირეთში და საქართველოში, თუმცა არაფერი გაკეთებულა. მე მაინტერესებს, რა ბედი ეწევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ“? ეს არის საქმე, რომლის ფარგლებში რუსეთმა ჩაიდინა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები უკრაინის უკანონოდ ანექსირებულ ყირიმის ტერიტორიაზე. დარჩება ეს გადაწყვეტილებაც უპასუხოდ? ჩვენ, როგორც ამ ასამბლეის წევრებს, გვაქვს ვალდებულება ევროპის მოსახლეობის წინაშე, უზრუნველვყოთ, რომ დამრღვევების წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს სანქციების მექანიზმი“, – განაცხადა ლესია ვასილენკომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა