გია ვოლსკი - ვალდებული ვართ, საკითხს არა მხოლოდ პოლიტიკური პლატფორმიდან, არამედ სახელმწიფოს ინტერესებიდან მივუდგეთ - სახელმწიფოს სჭირდება მანდატების შეჩერება თუ სჭირდება, რომ არ შევაჩეროთ

წინასწარ ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი ოპოზიციონერი წევრებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხზე - არსებობს კითხვები, რასაც პასუხი უნდა გაეცეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკის შეფასებით, ოპოზიციის სურვილია, მანდატების შეწყვეტის რესურსი დესტრუქციისთვის, თავისუფლებააყრილად წარმოჩენისთვის და მთლიანობაში, ქვეყნის ინტერესების დაზიანებისთვის გამოიყენონ.

„მანდატების შეწყვეტა რამდენიმე გარემოების გამო დამაზიანებელი იქნება. პირველი არის ის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან უტიფრად იტყვიან, რომ კი, პარლამენტში შესვლაზე დაგიჯერებდით, მაგრამ აი, მანდატი შემიწყვიტეს. მოსალოდნელია ამ თემით სპეკულირება. არის მეორე საკითხი - აი, ჩვენ იქ არა ვართ, ესე იგი, პარლამენტი ოპოზიციის გარეშე მოქმედებს. აქედან გამომდინარეობს მანდატების შეწყვეტაზე მათი გააფთრებული მოთხოვნა. არის მესამე გარემოებაც - ვაი და, ვიღაც გონს მოვიდეს, საერთაშორისო პარტნიორების შეძახილი და თუნდაც ჩატარებული გამოკითხვების შედეგები გაითვალისწინოს. ამის გათვალისწინებით ყალიბდება დამოკიდებულება საკითხის მიმართ. ვალდებული ვართ, საკითხს არა მხოლოდ პოლიტიკური პლატფორმიდან, არამედ სახელმწიფოს ინტერესებიდან მივუდგეთ - სახელმწიფოს სჭირდება მანდატების შეჩერება თუ სჭირდება, რომ მანდატები არ შევაჩეროთ. უნდა ვიმსჯელოთ აქედან გამომდინარე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა