ირანმა რუსული ვაქცინა „Sputnik V“ დაამტკიცა

ირანმა რუსული ვაქცინა Sputnik V-ი დაამტკიცა და მის როგორც იმპორტს, ასევე წარმოებას გეგმავს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენმა ჯანდაცვის ორგანოებმა Sputnik V-ი დაარეგისტრირეს და დაამტკიცეს. იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში შევძლებთ როგორც მის შეძენას, ასევე წარმოებას“, - განაცხადა ზარიფმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ქვეყნის მთავრობას შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოდან ვაქცინების იმპორტი აუკრძალა.

ცნობისათვის, ირანში, რომლის მოსახლეობა 83 მილიონს შეადგენს, პანდემიის გავრცელების დროიდან კორონავირუსის 1.38 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, ქვეყანაში ვირუსს დღემდე 57 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო