იტალიის პრემიერმა პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მიმართა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ქვეყნის პრეზიდენტს, სერჯიო მატარელას, გადადგომის თხოვნით მიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ კონტეს იმედი აქვს, ახალი კოალიციის ფორმირებისა და საპარლამენტო უმრავლესობის აღდგენის შესაძლებლობა მიეცემა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სერჯიო მატარელა, „პოლიტიკური წყლების მოსინჯვის“ მიზნით, ოთხშაბათიდან პარტიების ლიდერებთან კონსულტაციებს გამართავს. თუკი პრეზიდენტი ჩათვლის, რომ კონტეს საჭირო მხარდაჭერა აქვს, პრეზიდენტი მას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეს მისცემს იმისთვის, რომ შეთანხმებას მიაღწიოს და მინისტრთა ახალი კაბინეტი შეადგინოს.

შეგახსენებთ, კონტემ სენატის ზედა პალატაში აბსოლუტური უმრავლესობა გასულ კვირას დაკარგა, მას შემდეგ რაც მმართველი კოალიცია მთავრობის მიერ კორონავირუსის კრიზისთან გამკლავების გზებითა და იტალიის პოსტ-კოვიდ პერიოდის ეკონომიკური აღდგენის გეგმით უკმაყოფილო პარტიამ „იტალია ვივამ“ დატოვა, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი ხელმძღვანელობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო