ინდონეზიაში კორონავირუსის შემთხვევებმა მილიონს გადააჭარბა

ინდონეზიაში კორონავირუსის შემთხვევებმა მილიონს გადააჭარბა. პლატფორმა Worldometers-ის მიხედვით ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 13 094 ადამიანი დაინფიცირდა, 336 კი გარდაიცვალა.

შესაბამისად, ინდონეზიაში კორონავირუსის 1 012 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსს 28 468 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში ვაქცინაცია მიმდინარე თვეში დაიწყო და ამ დროისთვის 172 000-ზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 0.006%-ს შეადგენს. ინდონეზიაში სულ 273 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა