საერთაშორისო სავალუტო ფონდი - პანდემიის გამო მსოფლიოს ეკონომიკა 22 ტრილიონი დოლარით შემცირდება

კორონავირუსის პანდემიით შექმნილი კრიზისის გამო 2020-დან 2025 წლამდე მსოფლიოს ეკონომიკა 22 ტრილიონი დოლარით შემცირდება , - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) დირექტორმა გიტა გოპინატმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ვაქცინაცია ინტენსიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე ეკონომიკური ცხოვრება მნიშვნელოვნად აღდგება, პანდემიით გამოწვეული შედეგები კიდევ რამდენიმე წელს გაგრძელდება.

სავალუტო ფონდის დირექტორი აღნიშნავს, რომ პანდემიამ განსაკუთრებით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა, ასევე განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ქალები და ახალგაზრდები დააზარალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა