სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი - ზოგიერთ ქვეყანას იმაზე 4-ჯერ მეტი ვაქცინა აქვს შეძენილი, ვიდრე რეალურად სჭირდება

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი კირილ რამაფოსა მდიდარ ქვეყნებს მოუწოდებს კორონავირუსის ვაქცინების მომარაგება შეწყვიტონ, რათა ის მსოფლიოში თანაბრად გადანაწილდეს.

„მდიდარი ქვეყნები კორონავირუსის ვაქცინის დოზებს იმარაგებენ. ზოგიერთ ქვეყანას იმაზე 4-ჯერ მეტი ვაქცინა აქვს შეძენილი, ვიდრე რეალურად სჭირდება, ღარიბ ქვეყნებს კი ვაქცინაზე ხელი ჯერჯერობით არ მიუწვდებათ“, -აცხადებს ის.

Reuters-ის ინფორმაციით, მაგალითად გაერთიანებულ სამეფოს ვაქცინის 367 მილიონი დოზა აქვს შეძენილი, მაშინ, როცა ქვეყნის მოსახლეობა 67 მილიონია. ევროკავშირს კი, სადაც 450 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ვაქცინის 2.3 მილიარდი დოზა აქვს შეკვეთილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა