ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პრეზიდენტის რანგში პირველი სატელეფონო საუბარი გამართა.

”პრეზიდენტმა ბაიდენმა გარკვევით განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ იმოქმედებს ეროვნული ინტერესების დასაცავად რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, რომლებიც ზიანს გვაყენებს ჩვენ ან ჩვენს მოკავშირეებს”, - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ორმა პრეზიდენტმა ასევე განიხილა SolarWinds- ზე განხორციელებული მასიური კიბერშეტევა, რუსეთის მიერ ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების ლიკვიდაციის სანაცვლოდ დაწესებული ჯილდოსა და ალექსეი ნავალნის მოწამვლის საკითხები.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახურიც ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ვლადიმერ პუტინმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მან აღნიშნა, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების ნორმალიზება დააკმაყოფილებს ორი ქვეყნის ინტერესებს, ასევე, მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით მათი განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, მთლიანი საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებსაც,“- ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათი შეფასებით, ”მთლიანობაში, რუსეთისა და შეერთებული შტატების ლიდერებს შორის საუბარი საქმიანი და გულწრფელი ხასიათის იყო”.

ამასთან, კრემლის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა New Start-ის ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც შეიარაღების კონტროლს შეეხება და რომლის ვადაც თებერვალში იწურება.

იხილეთ ვიდოე:ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა