ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს დელეგაცია კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებზე და იმ გეგმებზე ისაუბრებს, რომელიც ქვეყანას ვაქცინაციის თვალსაზრისით აქვს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს დელეგაცია კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე და ასევე, იმ გეგმებზე ისაუბრებს, რომელიც ქვეყანას ვაქცინაციის თვალსაზრისით აქვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დებატები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დღეს გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, ქართული დელეგაცია ასევე, ყურადღებას გაამახვილებს იმ მთავარ ასპექტებზე, რომელიც აქვს ეროვნული ვაქცინაციის გეგმას. ისაუბრებს ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ სამიზნე ჯგუფებზე და იმ პერიოდზე რომელზეც გათვლილია ეს ვაქცინაციის გეგმა.

„გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ჩვენ შევძლებთ საერთაშორისო საზოგადოებას ამ შემთხვევაში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წარვუდგინოთ ის პოზიტიური შედეგები და მართლაც მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი გეგმები, რომელიც საქართველოს მთავრობას ამ მიმართულებით გააჩნია“, - განაცხადა საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენერლმა ირაკლი ჩიქოვანმა.

იხილეთ ვიდეო:ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს დელეგაცია პანდემიის საკითხზე მსჯელობაში მიიღებს მონაწილეობას

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა