მიხეილ სარჯველაძე - თუ დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ეს გავლენას იქონიებს მოლაპარაკების პროცესზე

იმ შემთხვევაში, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ეს გავლენას იქონიებს მოლაპარაკების პროცესზე, - ამის შესახებ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს რეალობა ოპოზიციის გადაწყვეტილების შედეგად შეიქმნა.

„თავი მოეყრება მთელ იმ ინფორმაციას, გარემოებებს, ფაქტებს, რასაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს ამ გადაწყვეტილების შინაარსზე და ამის რელევანტურად მიიღება გადაწყვეტილება. წინასწარ ამაზე საუბარი, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ვფიქრობ, არ შეიძლება. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს ბოლო მომენტამდე მისულიყო და ყველას ჰქონოდა საკუთარი ნების გამოხატვის თავისუფლება. ეს მოლაპარაკებების შესაძლებლობებზე, იმ შემთხვევაში თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, გავლენას იქონიებს ამ პროცესზე და სამწუხაროა, რომ ასეთი რეალობა შეიქმნა ოპოზიციის გადაწყვეტილების მიხედვით, რომელიც გვაქვს განსახილველად,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, პარლამენტი სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მსურველი ოპოზიციონერების განცხადებების განხილვას იწყებს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს განიხილავს.

28 იანვრის სხდომაზე კი, კომიტეტი პარლამენტის დანარჩენი, 49 ოპოზიციონერი წევრის განცხადებებზე იმსჯელებს.

იხილეთ ვიდეო:მიხეილ სარჯველაძე - თუ დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ეს გავლენას იქონიებს მოლაპარაკების პროცესზე

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა