ნინო წილოსანი - შესაძლოა, ზოგიერთი ჩვენგანი თვლიდეს, რომ დემოკრატიის მოღალატე ოპოზიციონერები არ უნდა იმსახურებდნენ პარლამენტში ყოფნას, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება გუნდური პრინციპით იქნება მიღებული

შესაძლოა, თითოეული ინდივიდუალური დეპუტატი სხვადასხვანაირად უდგებოდეს ამ საკითხს და ზოგი ჩვენგანი თვლიდეს, რომ დემოკრატიის მოღალატე ოპოზიციონერი დეპუტატები არ უნდა იმსახურებდნენ პარლამენტში ყოფნას, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება გუნდური პრინციპით იქნება მიღებული,- ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო მანდატების შესაძლო შეწყვეტაზე.

ნინო წილოსანის განმარტებით, მოლაპარაკების პროცესში „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ კონსენსუსი მიღწეულიყო.

„პირობები, რაც წარვადგინეთ მაქსიმუმი იყო, რისი გაკეთებაც იმ ობიექტურ მოცემულობაში შეგვეძლო, რაც დაისახა პარალელური დათვლის შედეგების გამომზეურებით, რომლის თანახმად, არასწორი იყო ციფრები, რაზეც ოპოზიცია აპელირებდა, ასევე საერთაშორისო მხარდაჭერა და ა.შ. ამასთანავე, შესაძლოა, თითოეული ინდივიდუალური დეპუტატი სხვადასხვანაირად უდგებოდეს ამ საკითხს და ზოგი ჩვენგანი თვლიდეს, რომ ფაქტობრივად, დემოკრატიის მოღალატე ოპოზიციონერი დეპუტატები არ უნდა იმსახურებდნენ პარლამენტში ყოფნას, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება გუნდური პრინციპით იქნება მიღებული და შესაბამისად, როდესაც კენჭისყრა გაიმართება, გუნდის პოზიციას შეიტყობთ", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

რაც შეეხება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების შესაძლო გაგრძელებას და მე-5 რაუნდს, ნინო წილოსანი განმარტავს, რომ მმართველი პარტია ყველა შესაძლებლობას იყენებს, რომელიც ობიექტური მოცემულობიდან გააჩნია ოპოზციასთან და მის ინდივიდუალურ წარმომადგენლებთან მოილაპარაკონ მათ რეალურ მოთხოვნებზე. თუმცა, წილოსანის თქმით, ვადამდელი არჩევნების გამართვა არ განიხილება, რადგან ეს ოპოზიციის არალეგიტიმური მთხოვნაა და შანტაჟის პრინციპიდან გამომდინარეობს.

„ასევე ნიშანდობლივია, რომ რადიკალი ოპოზიციონერები ჩვენი მხრიდან კატეგორიულად მოითხოვენ იმას, რომ დროულად გაუქმდეს მათი მანდატები და ამ პერიოდს, რომელსაც მოლაპარაკებების გასამართად ვიყენებთ, შემცირდეს, ეს მათ ინტერესშია. თუმცა, ჩვენი მხრიდან ის მაქსიმალური ვადა გამოვიყენეთ მათ მანდატებზე უარის თქმის განხილვის, რაც შეიძლებოდა გამოყენებულიყო. ამ პერიოდში ვმუშაობთ ნაყოფიერად იმისათვის, რომ რიგ ოპოზიციონერებთან კონსენსუსი იყოს მიღწეული",- განაცხადა წილოსანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა