სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 195 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ს 4 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 166 427 შემთხვევაა დადასტურებული, დღემდე ვირუსს 3 056 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 156 000-ს აჭარბებს.