განათლების სამინისტროსთან სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის გადასახადის განახევრების მოთხოვნით აქცია გაიმართა

პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს" მოძრაობა „ხალხისთვის" წევრმა მარიამ კუსიანმა განუცხადა, დღევანდელი აქციის მთავარი მოთხოვნაა, რომ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს გადასახადი გაუნახევრდეთ.

კუსიანის თქმით, განათლების სამინისტროსა და მთავრობას აღნიშნულ თემაზე არაერთხელ მიმართეს, თუმცა საკითხს მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

„ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, განათლების სამინისტრომ და მთავრობამ არანაირი რეაგირება არ მოახდინა. შესაბამისად, სტუდენტების პრობლემები პრობლემებად რჩება და ჩვენი ლოზუნგია: „რამდენ კრედიტიანია თქვენი სიჩუმე?! მოთხოვნებიც იგივეა, რაც აქამდე გვქონდა. ვითხოვთ, რომ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტუდენტის სტატუსი აღუდგეთ და სწავლის საფასური გაუნახევრდეთ. ჩვენი გეგმაა, რომ არაერთი მიმართვა გავაკეთოთ და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ იმ ადამიანებს, ვისაც პრობლემის მოგვარება შეუძლიათ ხმა მივაწვდინოთ", - განაცხადა კუსიანმა.

იხილეთ ვიდეო:სტატუსშეჩერებულმა სტუდენტებმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა